Monday, February 16, 2015

არტემიდას ტაძარი

არტემიდას ტაძარი, ასევე ეფესოს ტაძარი, დიანას ტაძარი – მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი, ბერძნული ქალღმერთი არტემიდასადმი მიძღვნილი ტაძარი ეფესოში. აგებულია დაახ. ძვ. წ. 550 წელს და დაინგრა ძვ. წ. 356 წელს, ხანძრის შედეგად.
თავდაპირველი ტაძრისგან დღემდე არაფერი შემორჩენილა. იგი მშენებლობის დამთავრებიდან მალევე განზრახ გადაწვა ჰეროსტრატოსმა, მას ასეთი სრულყოფილების განადგურებით თავისი სახელის უკვდავყოფა სურდა. ის დაიჭირეს და სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. ამ ამბის მოყოლა ან მისი სახელის ხსენება ეკრძალებოდა ყველას, მათ შორის ყველა სახის მემატიანეს. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მისი სახელის ხსენება სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ როგორც ჩანს ჰეროსტრატემ მიზანს მიაღწია, ყოველ შემთხვევაში თავისი ქმედების შემდგომი 25-26 საუკუნის განმავლობაში მაინც.
1869 წელს ექვს წლიანი ძებნის შემდეგ ჯონ ტურტელ ვუდმა აღმოაჩინა ტაძრის მდებარეობის ადგილი. მას აფინანსებდა ბრიტანეთის მუზეუმი. გათხრები გრძელდებოდა 1874 წლამდე. შემდგომ წლებში (1904-1906) დავით ჰოგანის ხელმძღვანელობით ჩაtaრებული გათხრების დროს აღმოჩნდა მეოთხე საუკუნეში აღდგენილი ტაძრის ნაშთები და უფრო ადრეული ტაძრის მცირე ნაშთები.

No comments:

Post a Comment